გირჩის წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ბავშვთა უფლებებსა და არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით მეგრელიშვილის განცხადებების განხილვა მოითხოვა.
„უფლებები შეიძლება ჰქონდეთ ადამიანებს, „ბავშვის უფლება“ (ისევე როგორც ქალების, ლგბტ „უფლებები“ და ა.შ.) მოგონილია სოციალისტების მიერ ოჯახის საქმეებში სახელმწიფოს შესაძრომად. მე ასე ვფიქრობ. ამ კამათის საჯარო სივრცეში გატანა მნიშვნელოვანი ამოცანაა“, – წერს მეგრელიშვილი.
ცნობისათვის, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა და საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის საფუძველზე ვახტანგ მეგრელიშვილის მიერ ბავშვთა უფლებებისა და არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის შესახებ გაკეთებული განცხადებების განხილვა მოითხოვა.