გამარჯვებული საქართველოს ლიდერის, ირაკლი ოქრიაშვილის განცხადებით, 9 ივნისს მისი სასამართლო პროცესი ჩაინიშნა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„კრუაზეტზე სეირნობა დიდხანს არ გაგიტკბეს და დროზე ჩამოდი, 9 ივნისს სასამართლო პროცესი ჩაგინიშნეთო. ერთხელ წყნარად ვერ წავედი საზღვარგარეთ ამათი გადამკიდე”, – წერს ოქრუაშვილი.
ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. ოქრუაშვილი მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. იმავე საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი ზურაბ ადეიშვილსაც. ოქრუაშვილის საქმის წარმოება თებერვალში განახლდა.