ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გუმათში, სადაც ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქცია იმართება, კვლავ ხმაურია

სოფელ გუმათში, სადაც ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქცია იმართება, ხმაურია. აქციის მონაწილეები რკინის ჯებირებზე ხელებს ურტყამენ. რიონის მცველები სოფელ ნამახვანის მიმართულებით გზის გახსნას ითხოვენ და სკანდირებენ “გაგვიშვით”.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა აქტივისტებს მიმართა, რომ ძალა არ გამოიყენონ და პოლიციელების შეურაცხყოფისგან თავი შეიკავონ.

ცნობისათვის, ნამოხვანჰესის წინააღმდეგ აქციები რამდენიმე თვეა იმართება. 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას თბილისში აპროტესტებდნენ. შემდეგ კი ხეობაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.

იტვირთბა....