უკრაინაში ქურდული სამყაროს წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებების ფარგლებში კიდევ ერთი ქართველი “კანონიერი ქურდი” დააკავეს. უკრაინის ეროვნული პოლიცია ვინაობას არ აკონკრეტებს, თუმცა რუსთავი2-მა გაარკვია, რომ დაკავებულია 60 წლის პაატა ჩხარტიშვილი, რომელსაც კრიმინალურ წრეებში “პრინცის“ მეტსახელით იცნობენ.
უკრაინული გამოძიება ჩხარტიშვილს ნარკოტიკებით და იარაღით ვაჭრობას ედავება. მას ზაპოროჟიეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, ბოლო დღეებში უკრაინის რამდენიმე ქალაქში ქურდული სამყაროს წინააღმდეგ მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში არაერთი კრიმინალური ავტორიტეტი დააპატიმრეს, ნაწილს პატიმრობა შეეფარდა, ნაწილი კი ქვეყნიდან გააძევეს.