ახალი ამბები ციტატა

ენდელაძე: ინდური შტამის მასიური გავრცელებისგან გარკვეულწილად დაცულები ვართ

[su_quote] ინდური შტამის მასიური გავრცელებისაგან გარკვეულწილად დაცულები ვართ. თუმცა, ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. ინდურ შტამთან დაკავშირებით, ძალიან დიდი მონაცემები, მაგალითად, განსაკუთრებული და განსხვავებული კლინიკა აქვს თუ არა, არ არის ცნობილი. ვერ ვიტყვი, რომ ეს შტამი განსაკუთრებული სიმძიმის არის. არის მოსაზრება, რომ უფრო მეტად გავრცელებადია. შესაძლოა მეტი ლეტალობა ახასიათებდეს, მაგრამ ამის დადასტურებული მონაცემები არ არის. მე ვფიქრობ, რომ ეს შტამი ცოტა უფრო მძიმე იქნება [/su_quote]

ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....