[su_quote] თუ არ გავმიჯნავთ ბოროტს და კეთილს ერთმანეთისაგან, თუ ჩვენ ჩვენი მართალი სიტყვით ამას არ ვამხელთ, მაშინ ვარდებით იმ საშინელ განსაცდელში, რომელზეც მიგვითითებს ივანე ღვთისმეტყველი, რომელიც ამბობს, რომ ვინც მიიღებს მათ სახლში და ვინც მათ გამარჯობას ეტყვის, მოზიარეა მათი ცოდვების. რომ იყო დიდი შეკრებები და იქ დიდი ამბით, თავიანთი სოდომური მიდრეკილებების სიმბოლოებით უნდოდათ მოსვლა და მივიდნენ კიდევაც, უნდა მოხდეს მხილება და ითქვას, რომ ეს ცოდვა არის მომაკვდინებელი, რომლითაც ერები განადგურდნენ და საქართველოსთვის არის მომაკვდიენებელი, საშინელი, გამანადგურებელი ცოდვა. ეს საფრთხე რომ თავიდან ავიცილოთ და ღმერთმა არ გაგვანადგუროს, ვინც ამ იდეოლოგიის მიმდევარია, არ მოხვიდეთ ჩვენთან [/su_quote]
ამის შესახებ მეუფე სპირიდონმა წმიდა ზაბულონის და სოსანას სახელობის ეკლესიაში ქადაგების დროს განაცხადა.