ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოქალაქეობის დროებით აღდგენისა და შენარჩუნების უფლებით სარგებლობის ვადა გახანგრძლივდა

მოქალაქეობის დროებით აღდგენისა და შენარჩუნების უფლებით სარგებლობის ვადა 2022 წლის 31 დეკმებრამდე გახანგრძლივდა. საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს პრეზიდენტმა მოაწერა ხელი.

“საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება აღნიშნული კანონის მიღებასა და ამოქმედებას. აღსანიშნავია, რომ ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე მუშაობა საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, დეპუტატობის პერიოდში დაიწყო”, – წერია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი და იუსტიციის სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება-შენარჩუნება-აღდგენის წესების გამარტივებაზე.

იტვირთბა....