გუმათში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას რვა პირი დააკავეს. ამის შესახებ მეტრონომს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ცნობითვე, რვავე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული კანონმდებლობით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც უწყება გუმათში, შეკრებილ ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე.
სოფელ გუმათში ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დღეს საღამოს მოხდა. აქტივისტები ბარიკადებს მიღმა გადასვლას და ნამახვანისკენ წასვლას ცდილობდნენ, რისი უფლებაც პოლიციამ მათ არ მისცა. ამ ფაქტს მათ შორის დაპირისპირება მოყვა.