ენკას ინფორმაციით, კომპანიამ ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკის გადაადგილება შეზღუდა. კომპანიის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სხვა ტიპის მოსამზადებელი სამუშაოები გეგმურად მიმდინარეობს.
“კომპანია ენკას არ შეუჩერებია მოსამზადებელი რიგისა და მიწის სამუშაოები. დღეს ნაწილობრივ შეიზღუდა მძიმე ტექნიკის გადაადგილება, რათა ადგილი არ ჰქონოდა ესკალაციას. სხვა ტიპის მოსამზადებელი სამუშაოები გეგმურად მიმდინარეობს, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, არსებული ნებართვების საფუძველზე”, – აღნიშნავენ კომპანიაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც უწყება გუმათში, შეკრებილ ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე.
გუმათში, სადაც რკინის ჯებირებია აღმართული, სიტუაცია დაიძაბა. აქტივისტების ინფორმაციით, პოლიციამ აქციის სამი მონაწილე დააკავა.