გუმათში, მიწოლის დროს, როდესაც დაპირისპირება მოხდა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, ერთი პირი ჭლეყვაში მოჰყვა. ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. როგორც ირკვევა მას ნეკნის არეში აქვს დაზიანება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც უწყება გუმათში, შეკრებილ ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე.
გუმათში, სადაც რკინის ჯებირებია აღმართული, სიტუაცია დაიძაბა. აქტივისტების ინფორმაციით, პოლიციამ აქციის სამი მონაწილე დააკავა.