დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე განმარტავს, რომ თუ ადამიანს ერთხელ აცრის დროს ალერგიული რეაქცია განუვითარდა, მეორედ მისი აცრა აღარ ხდება.
იმნაძემ განცხადება კონკრეტულად სინოვაკის ვაქცინის შესახებ გააკეთა, თუმცა განმარტა, რომ ეს სხვა ვაქცინებსაც ეხება.
„რაც შეეხება ალერგიულ, ასთმიან ადამიანებს, ისინი, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა აიცრან, ზუსტად იგივე რეკომენდაციაა, რომ ის უნდა დარჩეს აცრის ადგილას მეთვალყურეობის ქვეშ 45 წუთი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ცნობისათვის, საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.