მოქალაქეებმა სოციალურ ქსელში კამპანია #მეგადავრიცხე დაიწყეს იმის დასამტკიცებლად, რომ ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტი ნამდვილად სახალხო პროტესტია და მისი ერთადერთი დამფინანსებელი ხალხია.
რიონის ხეობის მცველების დაფინანსების წყაროების შესახებ განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც პროტესტმა გუმათიდან თბილისში გადმოინაცვლა, სადაც მათ ჰქონდათ ნაქირავები სცენა, გახმოვანების სისტემა, ეკრანები, დაბეჭდილი მაისურები და სხვა ატრიბუტიკა.
რიონის ხეობის მცველების თქმით, ისინი მზად არიან შემომწირველთა პირადი მონაცემების დაცვით გაასაჯაროონ მათი შემოსავლები, იმის მიუხედავად, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა არიან და არა პარტია, რომელსაც აქვს ვალდებულება ფინანსების გამჭვირვალობის.
დღეს კი, კამპანია #მეგადავრიცხეს ფარგლებში მოქალაქეები ფეისბუქზე აქვეყნებენ სურათს და წერენ, რომ ისინი არიან პროტესტის დამფინანსებლებს შორის.