aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო პროცესი იწყება

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის საქალაქო სასამართლოში მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი იწყება.

დღევანდელ სხდომაზე, ტელეკომპანია ფორმულას დირექტორის და ინტერმედიას დამფუძნებლის, ზუკა გუმბარიძის დაკითხვა იგეგმება.

ნიკა გვარამიამ პროცესის დაწყებამდე თქვა, ამ პროცესებზე არანაირი პროცესი არ აქვს, რადგან სასამართლო არანაირ კანონზომიერებას არ ემორჩილება.

“იმედი მაქვს ზუკას [ გუმბარიძეს] თავს არაფერი გადახდება, თუმცა რატომ მაქვს არ ვიცი, ამ ქვეყანაში რისი იმედი შეიძლება გქონდეს. რაც შეეხება იმას, რა მოხდება, რა მნიშვნელობა აქვს რა მოხდება?! ხომ მაინც ისე დამთავრდება როგორც ვიცით ყველამ არა? როგორც მთავრდება ხოლმე ამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები…ასე ნებისმიერ ადამიანზე რაღაცის შეთხზვა შეიძლება. შეთხზვას ხომ ფარგლები არ აქვს?! ამიტომ, როდესაც მეკითხებიან რა მოხდება? რა პროგნოზი მაქვს? არ მაქვს არანაირი პროგნოზი, იმიტომ, რომ უსამართლობაა კანონის გარეშე მოქმედება. კანონზომიერებებს არ ემორჩილება. ნორმალური სასამართლო, რომ იყოს პროგნოზიც მექნებოდა, პროგნოზი კი არა საერთოს არ იქნებოდა ეს პროცესი”, – უთხრა ნიკა გვარამიამ მთავარ არხს.

ცნობისათვის, ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურეობრივი მდგომარეობით გამოყენებას.

იტვირთბა....