ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შერბილების შესახებ, სოსო პავლიაშვილი „МИР 24“-თან ინტერვიუში გამოეხმაურა.
მისი თქმით, არსებობს მესამე ძალა, რომელიც ცდილობს საქართველო-რუსეთ შორის ურთიერთობა დაძაბოს, თუმცა პავლიაშვილი ორ ქვეყანას შორის არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორზე მართმადიდებლობაზე საუბრობს და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დალაგების წინაპირობად მიაჩნია.
“ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, მაგრამ არ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს მხოლოდ მნიშვნელოვანი ამბავია, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. არსებობს მესამე ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთი მეზობლებთან დააპირისპიროს, განსაკუთრებით, მართლმადიდებლურ ქვეყნებთან. ამას ახერხებდნენ, მაგრამ ახლა უფრო ჭკვიანები უნდა ვიყოთ. რუსეთი ყოველთვის იყო საქართველოს მეგობარი და დამხმარე წლების წინ, როცა ჩვენ საერთო მტრები გვყავდა. ახლა კი სანქციების შემოღებამ, ჩამოგდებულმა თვითმფრინავმა, წყევლამ ჩვენი მისამართით, უნდა გაგვაერთიანოს”. – აცხადებს პავლიაშვილი.
პავლიაშვილი ინტერვიუში რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე მოვლენებსაც ეხება და აცხადებს, რომ საინოფრმაციო პოლიტიკის შედეგად უკრაინელთა ნაწილი რუსებს წყევლით, მაშინ როცა უკრაინელებს რუსებზე ახლობელი ფაქტობრივად არავინ ჰყავთ.
“რა თქმა უნდა, მოახდინა გავლენა. პირველ რიგში, შესაძლებელი გახდა ადამიანების დაზომბება ერთმანეთის წინააღმდეგ. რა გაგიკვირდათ? ნახეთ, რა სიტუაციაა უკრაინაში. რამდენი ადამიანია იქ, რომელიც რუსეთს წყევლის, არადა, გენეტიკურად, რუსებზე ახლოს არავინ ჰყავთ. ეს არის ადამიანების ზომბირება, და ჩვენ მივეცით საშუალება ამის გასაკეთებლად. ამის დაშვება აღარ შეიძლება, რადგან ჩვენ შემდეგ ჩვენი შვილები მოდიან. არ მინდა, ჩვენს შვილებსაც ასეთი დამოკიდებულება ჰქონდეთ ერთმანეთის მიმართ”. – ამბობს პავლიაშვილი.
პავლიაშვილის მტკიცებით, მას როგორც ქართველს რუსეთში პრობლემა არასოდეს შექმნია და ყოველთვის ახერხებდა საკუთარ იდენტობასთან ერთად მშვიდად ეცხოვრა ჩრდილოეთში.
“მე გამიმართლა, მოსკოვში ვცხოვრობ, რუსეთში და ჩემი ქართულის გატანა შემეძლო, მთელ მსოფლიოში ამით გამოსვლას არათუ მიკრძალავდნენ, არამედ პირიქით, მეხმარებოდნენ. ეს არ უნდა დავივიწყოთ. არსებობს ორი სიტყვა: „მადლობა“ და „მაპატიე“. რაც მეტჯერ ვეტყვით ამ ორ სიტყვას ერთმანეთს, უფრო მეტს გავიგონებთ საპასუხოდ”. – აცხადებს პავლიაშვილი.