ახალი ამბები მედია მთავარი

ალტ ინფოს ნინოწმინდის პანსიონზე გასულ სიუჟეტში ძალადობის წახალისების გამო ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ალტ ინფოს ნინოწმინდის ბავშვთა სახლის შესახებ გასულ სიუჟეტში ჰომოფობიური, ისლამოფობიური, ძალადობის წამხალისებელი და დისკრიმინაციული შინაარსი გამო ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საკითხი სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე შეისწავლა.

სახალხო დამცველის გაანცხადებაში წერია, რომ მათ აღნიშნული საკითხის შესწავლა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასაცავად გადაწყვიტა, რადგან გადაცემაში ბავშვთა მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სხვა ნებისმიერი ფორმის ძალადობა განიხილებოდა, როგორც არასრულწლოვანთა აღზრდის სწორი და საჭირო ფორმა. ამასთან, პირდაპირ ახალისებდა ბავშვთა მიმართ ძალადობას და ძალის გამოყენებას მორალურ ვალდებულებად წარმოაჩენდა.

“წამყვანები ისეთ ფრაზებს და მათ შორის უხამს გამონათქვამებს აჟღერებდნენ, რაც ძალადობის, განსაკუთრებით კი ოჯახში, ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის წახალისებას წარმოადგენდა, იყო დისკრიმინაციული, ისლამოფობიური და ჰომოფობიური შინაარსის. გადაცემაში დადებით კონტექსტში იყო განხილული გენდერული სტერეოტიპები, სქესის ნიშნით დისკრიმინაცია და ძალადობის მანკიერი პრაქტიკა. საგულისხმოა, რომ ბავშვთა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მსგავსმა რიტორიკამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საზოგადოების მხრიდან დანაშაულის სიმძიმის სათანადოდ აღქმას, მოახდინოს ძალადობის ნორმალიზება და წაახალისოს მის მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულება”, – ნათქვამია სახალხო დამცველი განცხადებაში.

განცხადების თანახმად, აღნიშნული უარყოფითად აისახება დანაშაულის შესახებ შესაბამისი უწყებებისადმი მიმართვიანობის ხარისხზე, არსებითად უშლის ხელს, როგორც დანაშაულის გამოვლენას ასევე, მსხვერპლთა დაცვასა და რეაბილიტაციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დროულ და ეფექტურ განხორციელებას.

იტვირთბა....