რიონის ხობის ერთ-ერთი მცველი, მაკა სულაძე მოძალადეობრივი მოწოდებების, ჰომოფობ და სექსისტ მამა-შვილ ფალავანდიშვილებს დაუპირისპირდა და უთხრა, რომ არ უნდა ჩაერიონ აქციის მიმდინარეობასა და წესრიგის დამყარებაში.
“ერთად დავდგეთ და ვიომოთ, თუ რა გავაკეთოთ, ხალხო. მე მასწავლითქრისტიანობას? და ჯვარს როდის გადავდებთ და როდის დავიჭერთ ხელში. ვერ გასწავლეთ შემწყნარებლობა. თუ ხართ ჩვენს ომში, კეთილი ინებეთ დადადექით ჯარისკაცად, ჩვენ თვითონ მივუთითებთ, ვის რა უნდა გავუკეთოთ. თქვენთვის არ დაგვივალებია, გვყავს ჩვენ ბიჭები. არ მოგვეწონება? შემოვა ის თავისი ნიშნით, თავისი დროშით, იდეოლოგიით, მივლენ ბიჭები და სრულიად უხმაუროდ…მე როცა ჩემს გაწყობილ სუფრაზე მოვიწვევ სუფრაზე, მე მაქვს უფლება, მივუთითო, შენ დაჯდები თუ არა. გვაქვს პრობლემა ხელისუფლებასა და კომპანიასთან და რას განვიხილავთ”, – მიმართა სულაძემ ფალავანდიშვილებს.
სულაძის განცხადებით, ყველას აქვს თანაბარი უფლება, დაიცვას საარსებო გარემო, ამიტომ ყველა ადამიანი უნდა იცავდეს თავის წილ მიწას და არავის აქვს უფლება საზოგადოება დაყოს ამა თუ იმ ნაწილად და გადაწყვიტოს, ვის რა ევალდება.
ცნობილია, რომ თბილისსში მიმდინარე აქციის დროს უმცროსმა ფალავანდიშვილმა სირცხვილიას აქტივისტს, სალომე ბარკერს, რომელიც რიონის ხეობის მცველების მხარდასაჭერად იყოს მისული, ლგბტქ სამკლაურის მოხსნა, აქციის დატოვება მოსთხოვა და აქტივისტი ატირა.
ფალანავდიშვილები რიონის ხეობის მცველების აქციებზე წესრიგის დამყარებას საკუთარ თავზე იღებენ და თავად მიუთითებენ იქ მისულ ადამიანებს, ვინ როგორ უნდა მოიქცეს და ვის აქვს აქციაზე ყოფნის უფლება. ამ დროისთვის ფალავანდიშვილები გუმათში იმყოფებიან.