რიონის ხეობის მცველები რიონის ხეობაში ჩავიდნენ და ნამახვანჰესთან მისასვლელი ორივე გზა გადაკეტეს, რათა ENKA-მ ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები ვეღარ გააგრძელოს.
“გადაიკეტა ხეობა, გავნაწილდით და ნაწილი ზემოდან შემოსასვლელს გადაკეტავს, ნაწილი ჩავკეტავთ აქ. ანუ სრულად ბლოკირებული იქნება ხეობა მხოლოდ კომპანიისთვის, მანამ სანამ ყველა ის მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული, რაც აქციებზე ვთქვით. ჩვენ თვითონ უზრუნველვყოფთ, რომ გზა არ გაიხსნას. ყოველდღიურად იქნება იმდენი ადამიანი, რამდენიც საჭირო იქნება გადაკეტისთვის. არ ვაპირებთ, არსად შევიჭრათ, მაგრამ შესაძლოა, გადმოვიდნენ იერიშზე და დაგვარბიონ, რაც უკვე ხუთჯერ გააკეთეს”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
მანვე ღნიშნა, რომ ყველა მცდელობა, რომ მშენებლობის პროცესი შეეჩერებინათ, ხელისუფლებამ უგულებელყო, ამიტომ აღარაფერი დარჩენიათ გარდა იმისა, რომ ფიზიკურად იდგნენ რიონის ხეობაში, რათა კომპანიამ მუშაობა ვეღარ გააგრძელოს.
ამ დროისთვის აქციის მონაწილეები შსს-ს მიერ აღმართული ბარიკადების მიმართულებით დაიძრა.