ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ვარლამ გოლეთიანმა მეტად უნდა აუხსნას ხალხს, რა მოთხოვნები აქვს, რათა ხალხი შეცდომაში არ შევიდეს.
“მას ვურჩევდი, როგორც უმცროს მეგობარს, ბატონ ვარლამს ვგულისხმობ, რომ მეტი ახსნა-განმარტება მისცეს საზოგადოებას. შესაძლებელია, ის იგივე მოთხოვნებში და წუხილებშია, მაგრამ ირგვლივ ის ხალხი შეიკრიბა, რომელიც სხვადასხვაგვარ დამაბნეველ გზავნილებს უგზავნიან საზოგადოებას და შცდომაში არიან შეყვანილი”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მელიამ, ასვე, აღნიშნა, რომ თავად ყოფილა აქციის სათავეში და იცის, რას ნიშნავს, ბრძოლის ავანგარდში ყოფნა.
“ყველანაირად მხარს დავუჭერ იგივე ვარლმას. ვიცი, რას ნიშნავს, იყო ბრძოლის ავანგარდში. ასეთ დროს ხვდები მოწყვლადი და შეცდომის დაშვების ალბათობა მატულობს. ამიტომ ამ ახალგაზრდას სჭირდება მხარდაჭერა, თუნდაც რეკომენდაციის მიცემის სახით, არამარტო ტელევიზიის მეშვეობით, არამედ კერძო საუბარშიც, რომ ქვეყნის სასიკეთო საქმე გამოუვიდეს და არა საპირისპირო”, – აღნიშნა მელიამ.
როგორც ცნობილია, რიონის ხეობის მცველების აქციამ თბილისში სამდღიანი აქციის შემდეგ ისევ რიონის ხეობაში გადაინაცვლა.