ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჩემში ეჭვს იწვევს, რა ტიპის კონტრაქტი დაიდო — მარგველაშვილი ნამახვანჰესზე

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ნამახვანჰესის საკითხებში მონაწილე ფიგურანტების გათვალისიწინებით, არსებული კონტრაქტი მასში ეჭვს იწვევს.

“ამ საქმეში ჩაუხედავად, მაგრამ ვიცი რა ფიგურანტები სახელმწიფოს მხრიდან, რომლებიც ამაში მონაწილეობდნენ, ჩემში ეჭვს ნამდვილად იწვევს ის, რა ტიპის კონტრაქტები დაიდო ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მარგველაშვილის განცხადებით, პრეზიდენტობის პერიოდში მას უთხრეს უარი, რომ ენერგეტიკის თაობაზე რუსეთთან შეთანხმება გასულიყო მთავრობის სხდომაზე და გადაწყვეტილიყო სახელმწიფოებრივი კუთხით. მისივე თქმით, ამის შემდეგ არ უკვირს, რომ როდესაც ადამიანები სვამენ კითხვებს ამასთან დაკავშირებით, არ აქცევენ ყურადღებას.

აქვე შეგახსენებთ, რომ თბილისში სამი დღის განმავლობაში მიმდინარე აქციამ ისევ რიონის ხეობაში გადაინაცვლა.

იტვირთბა....