ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სამართლიანობა, დემოკრატია გვინდა საკუთარი თავისთვის, არა – ქვეყნისთვის — მარგველაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მოქალაქეებს თავისუფლება და დემოკრატია მხოლოდ საკუთარი თავისთვის უნდა და არა მთელი ქვეყნისთვის.

“ჩვენ ყველაფერი ძალიან კარგად გვესმის — სამართლიანობა, დამოუკიდებლობა, დემოკრატია. ერთადერთი, რაც შეცდომაა, გვგონია, რომ ეს ყველაფერი მიესადაგება ჩვენიანებს და არა ყველა მოქალაქეს. ვიცით, რა არის სამართლიანობა, მაგრამ სამართლიანობა გვინდა ჩვენი თავისთვის და ჩვენი ახლობლებისთვის. ვიცით, რა არის თავისუფლება, მაგრამ გვინდა საკუთარი თავისთვის და ახლობლებისთვის და არ მთელი ქვეყნისთვის. რაც ქმნის დემოკრატიულ და თავისუფალს ქვეყანას, არის ის, როცა საზოგადოებას გააზრებული აქვს, რომ სიკეეთეები, რაც ქვეყანაში არის, არ იყოფა პარტიული ნიშნით, არ იყოფა ახლობლობით, ნაცნობობით, ლიდერობითა და ჩაწყობით. როდესაც მივხვდებით, რომ სამართალი ერთაინია, იდეალია და არა კლანური, მაშინ მივაღწევთ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ერთ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც მოუგებს მეორეს, მიაჩნია, რომ თავისუფლება და სამართლიანობა მათ ეკუთვნის და სხვებს ეს ყველაფერი შეზღუდულად უნდა ჰქონდეს.

იტვირთბა....