საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მე-2-მ გენერალ გიორგი კვენეტაძე-ჩიქოვანის დაკრძალვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კვინიტაძე მაგალითია იმის, რომ ვიწრო პარტიულ ინტერესებს ქვეყანა და საქვეყნო საქმეები არ უნდა შეეწიროს.
“გენერალ გიორგი კვინიტაძე-ჩიქოვანის ცხედართან მდგომთ გვიპყრობს მწუხარებაც და სიხარულიც.
მწუხარება იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ გვახსენდება წითელ არმიასთან ჩვენი მებრძოლების უთანასწორო დაპირისპირება და წაგებული ომი, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩვენი ქვეყნის ბედი.
სიხარული იმიტომ, რომ სამშობლო არ ივიწყებს და სიყვარულით იბრუნებს თავის ერთგულ შვილებს.
ხუთი დღის განმავლობაში, როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის უკანასკნელი მთავარსარდლის ნეშტი წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს, არ შეწყვეტილა აქ მსახურება მისი სულის საოხად. მოძღვრები და მრევლი სხვადასხვა ეკლესიისა, იხდიდნენ პანაშვიდებს, იკითხებოდა ფსალმუნები, აღევლინებოდა გალობა… გენერალ გიორგი კვინიტაძეს პატივი მიაგეს ჯარისკაცებმა, და რა თქმა უნდა, ჩვენმა საზოგადოებამაც”, – ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გენერალი კვინიტაძე ალბათ, სიცოცხლეში ვერ იოცნებებდა ასეთ დაბრუნებაზე, რომ სწორედ დამოუკიდებლობის დღეს მიბარებოდა მშობლიურ მიწას.
“მისი ბიოგრაფია ერთხელ კიდევ ყველას გვახსენებს, რომ არ შეიძლება პირადულ და ვიწრო პარტიულ ინტერესებს ქვეყანა და საქვეყნო საქმეები შეეწიროს, რომ უმთავრესია სწორი ორიენტირების შენარჩუნება და ჩვენი ცხოვრებით ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის მსახურება რა საქმიანობასაც არ უნდა ვეწეოდეთ და სადაც არ უნდა ვიმყოფებოდეთ”, – აღნიშნულია პატრიაქრის სიტყვაში.
პატრიარქმა, ასევე, მადლობა გადაუხადა საფრანგეთს ქართველი ემიგრანტების მიღებისა და პატრონობისთვის.