შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუმათჰესთან რკინის ღობეები კვლავ აღმართა. ამის შესახებ ინფორმაცია პუბლიკას ადგილზე მყოფმა აქტივისტმა ზვიად ფალავანდიშვილმა დაუდასტურა.
„სპეცრაზმიც აიყვანეს ზევით, ასე 2 ავტობუსით. ასევე, შეიყვანეს სამშენებლო ტექნიკა, გამთენიისას”, – თქვა მან.
ცნობისათვის, 11 აპრილს პოლიციამ სოფელ ნამოხვანში რიონის ხეობის მცველების კარვები აიღო. ამ დღიდან ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები გუმათჰესთან არიან შეკრებილი. 17 აპრილს პოლიციამ გუმათჰესთან პოლიციამ რკინის კედელი გზის სავალი ნაწილიდან აიღო, თუმცა გზაზე ჯებირები მაინც დარჩა და გადაადგილებაც კვლავ შეზღუდულია.
შეგახსნებთ, რომ რიონის ხეობის მცველების პროტესტი უკვე მესამე დღეა თბილისში რესპუბლიკის მოედანზე იმართება. მათ წამოაყენეს მოთხოვნები რომლის მიხედვითაც, რიონის ხეობიდან კომპანია ენკა უნდა წავიდეს, გადადგეს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა და ყველა იმ ადამიანის სისხლის სამართლებრივი საკითხი დადგეს, ვინც დოკუმენტს ხელს აწერს. ვარლამ გოლეთიანმა მთავრობას გარკვეული დრო მისცვა ამ მოთხოვნების შესასრულებლად, მაგრამ ამ დრომდე არცერთი მოთხვონა არაა დაკმაყოფილბული მმართველი გუნდის მხრიდან.