გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში 40 წლამდე კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობები უცნობმა პირებმა ცივი იარაღით მუცლის არეში მიაყენეს. მოტივი უცნობია.
როგორც მეტრონომს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო.
კაცი კლინიკაშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკამყოფილებელია.