„ქართული ოცნების“ დეპუტატი ოთარ ჩრდილელი ფეისბუქზე ლევან ბერძენიშვილის სიტყვებს ეხმაურება, რომელიც თავის მხრივ აცხადებს: “ირაკლი ღარიბაშვილის ბედი მაინტერესებდა მანამ, სანამ ის პრემიერი იყო”
“ყველას აქვს სუბიექტური აზრის დაფიქსირების საშუალება.. თუმცა, პირადად უხერხულად მეჩვენება, ჩვენი პარტნიორი პარტიის ლიდერისგან, ასეთი განცხადება…მითუმეტს, რომ საუბარია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეზე.“ – წერს ჩრდილელი.
ოთარ ჩრდილელი არ არის პირველი დეპუტატი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილს გამოექომაგა. პრემიერის გადადგომამ სოციალურ ქსელში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.