ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზილფიმიანი არჩევნებზე თითით იდენტიფიკაციის წინააღმდეგია, რადგან, შესაძლოა, თითი გაცვდეს

ევროპელი სოციალისტების წევრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არჩევნებზე ელეტრონული ხმის მიცემისას თითით იდენტიფიკაციის მომხრე არაა, რადგან, შესაძლოა, თითი გაცვდეს.

“მე წინააღმდეგი ვიყავი თითის ანაბეჭდით იდენტიფიცირების იმიტომ, რომ მშრომელი ადამიანები ისეთ ადგილას მუშაობენ, რომ შესაძლოა, გაუცვდეთ, ან წაუკითხვადი გაუხდეთ გლეხს, ვიღაც მარტენის ღუმელთან არის. ეს ჩვეულებრივი ამბავია. მე მომხრე ვარ სახით იდენტიფიცირების. და სანამ ეს იქნება, მომხრე ვარ, რომ ერთიანი ID ბარათებით მოხდეს იდენტიფიკაცია. ეს ერთგვარად “იმიჯ დეთექშენს” აკეთებს, რომ მწვანე მისცეს ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისთვის. ამ ოქტომბერში ეს არ მოხდება. ვერც ვიყიდით და არც გვექნება ოპტიკური მთვლელები, მაგრამ აუცილებლად უნდა მოვახერხოთ, შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის უნდა აღვჭურვოთ ელექტრონული სისტემით”, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

მანვე აღნიშნა, რომ არჩევნების ელეტრონული ნაწილი ბოლომდე კონსოლიდირებული არ არის.

იტვირთბა....