ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გვჭირდება, გავიგოთ მათი პოზიცია, რომ ძალადობრივ, ფაშისტურ, პუტინისტურ ჯგუფებს გმობენ — დეკანოიძე

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ რიონის ხეობის მცველებზე განაცხადა, რომ საჭიროა, მათ ძალადობრივი ჯგუფების წინააღმდეგ მკვეთრი პოზიცია დააფიქსირონ და დაგმონ.
“პროტესტის იდეაზე ყველა ვერ შევთანხმდებით. ზოგს გვაქვს რწმენა, რომ ჰესები ცუდია, ნაწილი ვფიქრობთ, რომ ჰესები და ინვესტიცია აუცილებელია (მეც მათ რიცხვს მივეკუთვნები). ეს დისკუსია ყველგან არის და ამ ხელისუფლების მიმართ სრული უნდობლობის პირობებში ათმაგდება.
ყველა პროტესტის არსი თავისთავად იდეის დაცვაა. ორგანიზატორებიც იდეის დაცვის მთავარი კომუნიკატორები არიან ჩვენთან. მოიტანონ ჩვენამდე სიმართლე და სიწრფელე. ნამდვილად გულწრფელ სიმპათიას იმსახურებენ ორგანიზატორები გამძლეობისთვის, ყინვაში და თოვლში ხანგრძლივი ბრძოლისთვის. თუ მათ იდეას არ ვეთანხმები, არ ნიშნავს რომ ამ ადამიანების ბრძოლას პატივი არ უნდა ვცეთ. მე თვითონ იმ პოლიტიკურ პარტიას წარმოვადგენ, რომელსაც 9 წელი მძიმე რეპრესიების პირობებში უწევს ბრძოლა.
ჩემთვის მთავარი და სასიცოცხლო ზედპარზეა: ძალადობის, ქსენოფობიის, ჰომოფობიის, ანტიინვესტორების კამპანიის მკვებავი მტრის პირობებში არ გვაქვს ფუფუნება ვინმეს დიდი ფორა მივცეთ, თუნდაც მებრძოლ და ძალიან თავაზიან ორგანიზატორებს. სიცხადე გვჭირდება. გვჭირდება, გავიგოთ მათი ურყევი პოზიცია, რომ ძალადობრივ, ფაშისტურ, პუტინისტურ ჯგუფებს ისინი სიღრმისეულად გმობენ. დიდი განსხვავება გვჭირდება, რომ ეს პროტესტი ჯანსაღი, გამართული და საქმიანი იყოს. საჯარო პოლიტიკაში ვინც მოდის, მყისიერად უხდება პოზიციების დაფიქსირება, ყოყმანის და დათქმების გარეშე. მაღალ სტანდარტს უწესებს საჯაროობა ადამიანებს. მაგრამ ძალადობრივ, ფაშისტურ, ქსენოფობიურ ჯგუფებზე აზრის გამოთქმა სტანდარტი არ არის. საქვეყნო საქმეა. სამწუხაროდ, მე ეს ვერ მოვისმინე”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
დეკანოიძის თქმით, მისთვის დიდი ხანია, ერთ-ერთი ინდიკატორი ციხეში გამოკეტილი ძმები წულუკიძეები, ჭელიძეები და მათი მეგობრები არიან. ისინიც აპროტესტებდნენ ჰესის მშენებლობას. აღნიშნავს, რომ ჰქონდა მოლოდინი მათი უსამართლოდ დაკავების გამო (პოლიტიკური ნიშნით) გულწრფელ ამოძახილს გაიგებდა “ძვირფასი ორგანიზატორების მხრიდან”, თუმცა,  ამაოდ.
მანვე განაცახადა, რომ პოლიტიკოსების კრიტიკა ნორმალურია, რადგან მათ ეს გზა აირჩის, მაგრამ კრიტიკა უკეთესია, ვიდრე უსაგნო პოპულიზმი საშიშ ტენდენციებზე თვალის დახუჭვით.
იტვირთბა....