aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

როცა ენერგოდამოუკიდებლობას ეწინააღმდეგები, მყარი არგუმენტებია საჭირო — მდინარაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ნამახვანჰესის აქციის მონაწილეებზე განაცხადა, რომ როცა 800 მილიონიან პროექტს ეწინააღმდეგები, მყარი არგუმენტები უნდა გქონდეს.

“როდესაც ენერგოდამოუკიდებლობის და ამ შემთხვევაში ნამახვანჰესის წინააღმდეგ მიმდინარეობს აქცია, მაინცდამაინც მკაფიო არგუმენტებიც არ ჩანს, ადამიანები, რომლებიც აორგანიზებენ ამ აქცისა პირდაპირ ეთერში დებატებზე, გადაცემაში მონაწილეობაზე უარს ამბობენ, ჩნდება ეჭვები, ნებსით თუ უნებლიედ აკეთებენ იმ საქმეს, რომელიც აწყობს ჩრდილოელ მეზობლებს. როცა 800 მილიონიან ინვესტიციაზეა საუბარი და ენერგოდამოუკიდებლობაზე, როცა ამ დროს ეწინააღმდეგები, უნდა გქონდეს ისეთი მყარი არგუმენტი, რომელიც გადაწონის ენერგოდამოუკიდებლობას და 800 მილიონ-ლარიან ინვესტიციას”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორც ცნობილია, რიონის ხეობის მცველები თბილისში აქცია მართავენ და მოითხოვენ მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობენ, რომ ქუჩებს გადაკეტავენ.

იტვირთბა....