ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

მარნეულში ახალგაზრდა კაცი ნასვამმა მეზობელმა მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ქალაქ მარნეულში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობლად მცხოვრებ ახლობელს – 1998 წელს დაბადებულ რ.გ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავა.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

იტვირთბა....