ახალი ამბები მთავარი ციტატა

შაქარიშვილი გოლეთიანს: ღირსეული გადაწყვეტილება იქნებოდა, 26 მაისს პროტესტის შეჩერება

[su_quote]იმედგაცრუებული ვიყავი, როდესაც მოვისმინე საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაპირისპირების იდეა. ეს დღე არის მარადიული, ეს არის ყველაზე მაღალი ღირებულება და მასთან გათანაბრება ნემისმიერი სოციალურ-ეკონომიკური საკითხის არის დიდი შეცდომა. საჯაროდ ვურჩევდი ახალგაზრდა კაცს, რომელსაც ვგულშემატკივრობდი, რომ ბევრად უფრო ღირსეული გადაწყვეტილება იქნებოდა, 26 მაისს პროტესტის შეჩერება და საერთო-სახალხო ზეიმზე შეერთება, რომელიც უნდა აერთიანებდეს ყველას, სრულიად საქართველოს! ეს არის ერთიანობის და არა დაყოფის დღე და ჩემთვის მიუღებელია თუნდაც სამართლიანი პროტესტის გამო, ამ ისედაც კონფრონტაციულ გარემოში დამატებით გახლეჩვის და არეულობის შემოტანის მცდელობა! ბოლო პერიოდში გადადგმული არასწორი ნაბიჯები და გაცხადებული გეგმები აზიანებს თავად პროცესს, რომელიც მიმართული უნდა იყოს ნამოხვანჰესის გარშემო საერთო შეთანხმებისა და ყველა ბუნდოვანების გაფანტვისკენ![/su_quote]

ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს წევრი ვატო შაქარიშვილი რიონის ხეობის მცველის, ვარლამ გოლეთიანის მოწოდებას, რომ საზოგადოება 26 მაისს არა აღლუმზე, არამედ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მივიდეს.

იტვირთბა....