[su_quote]ჰიდროენერგორესურების ათვისება გვჭირდება, ცალსახად. ეკოლოგიური ასპექტების შესაფასებლად, არსებობს ევროპული სტანდარტი, რომელიც ვალდებული ვართ, დავიცვათ, როგორც ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერმა ქვეყანამ. კარგი იქნებოდა, ევროკავშირის შესაბამისი დასკვნების გამოქვეყნება ნამოხვანი ჰესზე. ბევრი ადამიანი გულწრფელად შეშფოთებულია. ბიძინას მთავრობას არ ენდობა, სამართლიანადაც. ეს არ გამორიცხავს, რომ ამით სხვები სარგებლობენ. ცხადია, პროტესტის უფლება ყველას აქვს, მაგრამ ‘ჯვრიანების’ და ‘ცისარტყელიანების’ შეხლა-შემოხლა რუსეთის დღის წესრიგია. ჩემი მოკრძალებული აზრი ამ ყველაფერზე[/su_quote]
ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში დეპუტატი სალომე სამადაშვილი ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციებს.