ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პრორუსული თუ პროდასავლური – Washington Post საქართველოზე ვრცელ მასალას აქვეყნებს

მეტრონომი გთავაზობთ დასტინ გილბრესის სტატიის სრულ ვარიანტს საქართველოზე, რომელიც Washington Post-ში გამოქვეყნდა

“ევროკავშირმა საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, ამ ანგარიშის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის  უფლება მალე მიეცემათ. ამის მიუხედავად, ზოგიერთი ქართული მედია კვლავაც ამტკიცებს, რომ საქართველომ რუსეთისკენ აიღო გეზი.

მაისში გამოქვეყნებული NDI-ის კვლევებიც თითქოს ამას მიუთითებდა. 31% ქართველების მხარს რუსეთის თაოსნობით შექმნილ „ევრაზიულ კავშირს“ უჭერდა. ისმის კითხვა ქართველმა ამომრჩეველმა ასე უცებ შეიცვალა აზრი და პრიორიტეტები?

გასაკვირია, მაგრამ ეს ასეა. 1991 წლიდან მას შემდეგ რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მიიღო, ევროკავშირისადმი მხადაჭერა იზრდება. დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ევროკავშირს იმდენი მხარდამჭერი ჰყავს, ალაბათ ასეთ მხადაჭერას ბრიუსელს მხოლოდ ინატრებდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. რუსეთ-საქართველოს შორის არსებული პრობლემები შესაძლოა აძლიერებს კიდეც  ქართველთა პროევროპულობას.

საქართველოს შესახებ ანგარიში მთელ მსოფლიოში ისეთმა პუბლიკაციებმა და ორგანიზაციებმა  გამოაქვეყნეს, როგორებიცაა: the Financial TimesThe Washington PostAl Jazeerathe Wall Street JournalForeign Policy, theBBCForeign AffairsCarnegie Endowment და  Brookings Institution.

თვით Roll Call-იც კი საქართველოზე და უკრაინაზე გამოქვეყნებულ ანგარშზე  წერდა.

რა სურთ ქართველებს? რთული კითხვაა.

აგვისტოში, ქართველებს ჰკითხეს ეთანხმებოდნენ თუ არა მთავრობის სურვილს, შეერთებოდნენ ევროკავშირს თუ ევრაზიული კავშირი ერჩიათ.  შედეგების მიხედვით,  2-ჯერ მეტი 61% ეთანხმებოდა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირებას, 31% კი ევრაზიულ კავშირს უჭერდა მხარს.

საქართველოში, ევრაზიული კავშირის მომხრეთა რიცხვი ყოველთვის 2-ჯერ ნაკლები იყო, ევროკავშირთან შედარებით.

სხვადასხვა კავშირების  მომხრე ქართველები 4 ძირითად  კატეგორიად იყოფიან: 39% ამბობს, ევროკავშირს იმიტომ უჭერს მხარს, რომ არ მოსწონს ევრაზიული კავშირი. ეს ნაწილი განსაკუთრებით პროევროპულობით გამოირჩევა. გამოკითხულთა 12% საქართველოს ორივე კავშირში გაწევრიანებას მიესალმება. არცერთი კავშირის მომხრე არ არის 5% პროცენტის(იზოლაციონისტები). 11%-ს პასუხი არ აქვს, 17%-ს კი არ ესმის რატომაა საჭირო საერთოდ რაიმე  კავშირში გაწევრიანება.

რატომ სურთ ქართველებს ყოფილ მჩაგვრელთან რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა?

რატომ უნდათ ზოგიერთ ქართველს რუსეთთან კავშირი? მაშინ როცა რუსეთს დეფაქტოდ აღიარებული აქვს საქართველოს  ტერიტორიის ნაწილის დამოუკიდებლობა. ამასთანავე, საქართველოს მოქალაქეებს მასიური დეპორტაცია გაუკეთეს რუსეთიდან და ქვეყანას მძიმე 300 წლიანი გამოცდილება აქვს ჩრდილოეთ მეზობელთან.

მაშინვე ჯეიმს კარვილის ცნობილი გამონათქვამი გაგახსენდება: “ეკონომიკის სისულელე”. 61% პროცენტი, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციას უჭერს მხარს, ფიქრობს, რომ ეს ქართული ეკონომიკისთვის იქნება კარგი.

თავის მხრივ ევრაზიული კავშირის მომხრეებიც აღნიშნავენ, რომ ეს კავშირი გააძლიერებს საქართველოს ეკონომიკას.

კვლევების მიხედვით, ყველაზე  მნიშვნელოვანი საკითხი ქართველთათვის ეკონომიკური მდგომარეობაა, მეორე ადგილს უსაფრთხოება იკავებს. რაც შეეხება კავშირებში საქართველოს გაერთიანებას, მოსახლეობას მიაჩნია, რომ ევროპული და ევრაზიული კავშირებიგადაწყვეტს მათ პრობლემებს.

რატომ ამტკიცებს ქართული მედია ასე დაჟინებით, რომ საქართველოს კურსი რუსეთისკენ აქვს აღებული?

ამის მიზეზად ორი გარემოება სახელდება: პირველი, მას შემდეგ რაც „ქართული ოცნების“ კოალიციამ არჩევნები მოიგო, დამარცხებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად ცდილობდა ახალი მთავრობა პრორუსულ ძალად წარმოედგინა.

ეს არასწორია. თუმცა „ქართული ოცნების“ კოალიციის ზოგიერთი წევრი აკეთებდა ანტიდასავლურ განცხადებებს. სულ ახლახან, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები. რამაც ბევრი ეჭვი გააჩინა.

ამასობაში, რუსეთი ცდილობს საზოგადოებრივი აზრის ცვლილებას საქართველოში. ამისთვის, ის აფინანსებს სხვადახვა ორგანიზაციებს, რომლების ილაშქრებენ  ლგბტ აქტივიზმისა და ანტიდისკრიმინაციული კანონების წინააღმდეგ.

პრორუსი პოლიტიკოსი ნინო ბურჯანაძე და ასევე პრორუსული პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ უფრო და უფრო პოპულარულები ხდებიან და აპირებენ 2016 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.

რუსეთი საქართველოში ე.წ რბილ ძალასაც იყენებს, აფინანსებს ორგანიზაციებს, როგორიცაა „ევრაზიული კავშირი“ და „ევრაზიული არჩევან“ მათი მიზანი კი პრორუსების ლობირებაა.

საბჭოთა პერიოდში ედუარდ შევარდნაძე, რომელიც იყო „კომუნისტური პარტიის“ პირველი მდივანი და საქართველოს მე-2 პრეზიდენტი პრორუსულ ძალად ითვლებოდა. მისი ცნობილი გამონათქვამია „საქართველოში მზე ჩრდილოეთიდან ამოდის“.

საქართველოში პოლიტიკოსები ევროპულ არჩევანზე ხშირად საუბრობენ. ეს ძალიან პოპულარული პოზიციაა ქვეყანაში, რაც ხშირად წარმატების გარანტიც ხდება”.

დასტინ გილბრესი

თარგმანი მარიამ ვარადაშვილი

 

იტვირთბა....