ქართული ოცნების წევრი სოზარ სუბარი ფიქრობს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თბილისის მერის თანამდებობაზე კენჭისყრას ვერ გაბედავს.
როგორც სუბარმა ჟურნალისტებს უთხრა, მმართველ გუნდს კონკურენციის არ ეშინია.
“თბილისის მერად? – ვერ გაბედავს. ჩვენ არანაირი კონკურენციის არ გვეშინია, ზუსტად ამიტომაც მოვაწერეთ იმ 43%-იან ბარიერის თანხმობას. თუ 43%-ს ვერ ავიღებთ, მზად ვართ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის”, – განაცხადა სუბარმა.