aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა

ჩვენ ვართ აბსოლუტურად ერთ ბრძოლაში — მარიტა მუსელიანი მედიას მიმართავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

რიონის ხეობის ერთ-ერთმა მცველმა, მარიტა მუსელიანმა მედიას სიტყვით მიმართა და მოუწოდა, რომ ამ ბრძოლაში ყველა ერთადაა და კარგი იქნება, თუ მედია მართალი აზრის წინააღმდეგ ბრძოლაში არ ჩაებმება.

“ჩვენ ვართ აბსოლუტურად ერთ ბრძოლაში. მგონი, ყველას გვესმის რა ძლიერია კამერა, სიტყვის თავისუფლება და სიტყვა, საერთოდ. ვისურვებდი, ჩვენი ურთიერთობა გაგრძელებულიყოს იმ მოტივებით, რითიც აქამდე მიმდინარეობა. ახლა რაღაც შავი პიარი არის გამძაფრებული ჩვენს წინააღმდეგ და აკრგი იქნება, თუ არ ჩაებმებიან მართალი აზრის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ვერც დავავალდებულებთ ვერავის ვერაფერში. ღმერთმა ყველას თავისი გზა აპოვნინოს. კარგი იქნება, უბრალოდ, თუ ისინი დადგებიან იმ მხარეს, სადაც სამართლიანობა მოითხოვს ამას”, – განაცხადა მარიტა მუსელიანმა.

მუსელიანმა, ასევე, მიმართა თავის მომხრეებსა და აქციის მონაწილეებს, რომ ჟურნალისტების საქმიანობაში ხელის შეშლა სწორი არ იქნება.

“ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემი — რა არის ურთიერთობის სწორი ფორმა. პატივი ვცეთ ერთმანეთს. ასევე, მოვისმინეთ ცალკეული მედიებისგან, მგონი, მთავარის ეთერში იყო — თითქოს, მათ შეეზღუდათ ჩვენთან მუშაობა, შეურაცხყოფები მიაყენეს მათ ჟურნალისტს. მე არ ვიცი, ვწუხვარ, თუ ეს მართლა ასე მოხდა. მგონი, ხვდებით, რომ ჩვენგან ინიცირებული არ იქნებოდა. სიგნალის შეწყვეტაზე იყო საუბარი, არ ვიცი, ჟურნალისტები მიხვდებიან ამას, არც ეს გვიკავშირდება ჩვენ”, – აღნიშნა მარიტა მუსელიანმა.

მანვე განაცახადა, რომ რიონის ხეობის მცველებს არავისთან პრობელმა აქვს პრობლემა.

იტვირთბა....