ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხელისუფლება პროტესტს ხედავს და დედაქალაქის პარალიზება საჭირო არაა — თალაკვაძე აქციაზე

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ რიონის ხეობის მცველების მსვლელობაზე განაცხადა, რო  პროტესტ ხელისუფლება ხედავს და ქუჩების პიკეტირება საზოგადეოაბს აყენებს ზიანს.

“ამ ფორმატში ურთიერთობა სახელმწიფოსა და მოსახლეობას შორის ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას და ჩვენს საზგადოებას. პროტესტი ხელისფლებისთვის დასანახია და დამატებითი  გზის გადაკეტვა, თანამოქალქეებს დისკომფორტს შეუქმნის. საჭირო არ არის დედაქალაქის პარალიზება, არ არის კონსტრუქციული ნაბიჯები”, – განაცხადa არჩილ თალაკვაძემ.

როგორც ცნობილია, რიონის ხეობის მცველებმა მოითხოვეს ხელისუფლებასთან შეხვედრა, რომელიც ლაივით გადაიცემოდა, რაზეც პარლამენტის თავმჯომარემ უპასუხა, რომ შეხვედრისთვის მზად არიან, თუმცა, არ დაუსახელებია დრო და ადგილი. ამ დროისთვის რესპუბლიკის მოედნიდან დაძრულია აქციის მონაწილეების ნაკადი და გადაადგილდება მშრალი ხიდის მიმართულებით.

იტვირთბა....