პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა, რომ მზად არის შეხვდეს რიონის ხეობის მცველებს ტელევიზიების თანდასრწებითა და პირდაპირ ეთერში.
“ჩემი კარები ყოველთვის ღიაა. თუ მათ სურვილი ექნებათ, შემიძლია, შევხვდე, რამდენი ადამიანიც იქნება, იმისთვის, რომ კონსტრუქციული საუბარი შედგეს. თუ ისინი ჩათვლიან, რომ ის ფორმატი, რომელსაც შევთავაზებთ, მისაღები იქნება, დიდი სიამოვნებით გავაგრძელებთ სრულიად გამჭვირვალედ ამ პროცესში ყველა ჩართული მხარის მონაწილეობას ნებისმიერი ფორმით, ლაივი იქნება ეს თუ ტელევიზიით, თუ ფეისბუქით თუ სოციალური ქსელებით”, – განაცხადა კახა კუჭავამ.
როგორც ცნობილია, რიონის ხეობის ერთ-ერთმა მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ მათ სურთ მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდეს.