ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეს არ არის განსაკუთრებული პროცესი — თურნავა ნამახვანჰესის აქციაზე

ეკონმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ნამახვანჰესის აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს სხვა ქვეყნებშიც მომხდარა და არ არის განსაკუთრებული პროცესი.

“სხვა ქვეყნებშიც გამოუწვევია პროტესტები მსხვილ ჰიდროელექტროსადგურებს, განსაკუთრებული პროცესი ეს არ არის. ხელისუფლება ვალდებული ვართ, რომ ასეთ დროს ყველა კითხვას გავცეთ პასუხი, თუმცა, როცა საუბარია ეკოლოგია, პროექტის დეტალებზე, უსაფრთხოებაზე, ეს პასუხები უნდა გაეცეს კომპეტენტურად, ექსპერტების ჩართულობითა და განმარტებით. რა თქმა უნდა არა ქუჩაში, არა კარვებში, არა მეგაფონის მოშველიებით. ეს არ არის სწორი ფორმატი იმისთვის, რომ მოსახლეობამ გაიგოს ინფრომაცია. ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ცირკსულირებდა. ვცდილობთ და თვითონ ინვესტორი კომპანიაც ცდილობს, რომ ეს მითები გააქარწყლოს”, – განაცახად ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, სრული მორატორიუმია გამოცხადებული კაშხლის მშენებლობაზე. მხოლოდ წინასწარ სამუშაებითაა შემოფარგლული.

იტვირთბა....