ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჭიათურაში ქალებმა პირი ამოიკერეს, ისინი ჯორჯიან მანგანეზის მიერ მიყენებულ ზარალს აპროტესტებენ

ჭიათურაში, სოეფლ შუქურთის მცხოვრებლებმა პირი ამოიკერეს. ისინი კომპანია ჯორჯიან მანგანეზის მიერ შესრულებული სამუშაოების გამო საკუთარი სახლების ნგრევას აპროტესტებენ და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

“4 დღეა, ქალებმაც ამოვიკერეთ პირი. არ არის პასუხი ხელისუფლებისგან. კაცებს აქვთ ამოკერილი პირი, ამ ბიჭების სიკვდილს მივჩერებივართ თვალებში, გავხდით იძულებული, რომ ჩვენც ამოგვეკერა პირი”, – განაცხადა პროტესტის მონაწილე ქალმა.

მათი განცხადებით, ითხოვენ სამხარაულის ექსპერტიზს, რომელიც მათთვის მიყენებულ ზარალს შეაფასებს და შემდეგ ამ ზარალის ანაზღაურებას.

იტვირთბა....