მეტროში საბურთალოს ხაზი ორი გაჩერება — ვაჟა-ფშაველა, და სახელმწიფო უნივერსიტეტი ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით დაიკეტა. ინფორმაცია ამის შესახებ თბილისის მერიამ გაავრცელა.
“საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა ხორციელდება ზონალურად, მეტროსადგურ სადგურის მოედნიდან დელისამდე და პირიქით. თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს შეუფერხებლად ემსახურება”, – ნათქვამია განცხადებაში.
მერიის ინფრომაციის თანახმად, პრობლემის აღმოფხვრაზე ადგილზე ტექნიკური ჯგუფი მუშაობს.