ახალი ამბები ციტატა

ბუღაძე აქციაზე: პუტინისტმა ვერ უნდა მოიპოვოს ადგილი, ქვეყნის გაუმჯობესებისკენ მიმართულ პროტესტში

[su_quote] დიდი პატივისცემით ნამახვანჰესის პროტესტის უშუალო ლიდერების მიმართ – სრულიად მესმის და ვაფასებ მათ სულისკვეთებას, მაგრამ ვფიქრობ კრემლის აგენტურისგან კულტურული განცხადებით გამიჯვნა საკმარისი არ არის – მთელმა ამ შავრაზმულ-პუტინისტურმა შანტრაპამ, კრებით-კონკრეტული ვასაძე-ისაკაძე-კორკოტების სახით, ბუნებრივად ვერ უნდა იგრძნონ თავი ჯანსაღი პროტესტის პროცესში. არა მგონია, სწორი იყოს იმის თქმა, რომ ვისაც უნდა, პროტესტს უნდა შეუერთდეს, რადგან შეუძლებელად მიმაჩნია ქვეყნისთვის რაიმე სასიკეთოს შეუერთდნენ პუტინისტი ქსენოფობ-ჰომოფობ-ფაშისტოიდი მოღალატეები და კორუფციონერები. თუკი არ გინდათ, რომ ისინი ამ პროტესტის ნაწილად განიხილავდნენ თავს, ენერგიულადვე და მკაფიოდ უნდა მიუთითოთ “კარისკენ”, რადგან ჩემი ქვეყნისა და მისი მომავლისთვის ამ არამზადათა ლეგიონი ბევრად უფრო დიდ ხიფათს შეიცავს, ვიდრე რომელიმე ჰესის მშენებლობა… პუტინისტმა ვერანაირი ფორმით ვერ უნდა მოიპოვოს ადგილი ქვეყნის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ნებისმიერ პროტესტში, და თუკი ის ამ ადგილს პოულობს – ეს პრობლემაა. ამიტომ აქ ერთი გამოსავალია: პუტინისტური კაგებეს ამ ქვედა ეშელონს ხმამაღლა უნდა შეუძახოთ, რომ მათი ადგილი არათუ მხოლოდ ტრიბუნაზე, არამედ მხარდამჭერთა შორისაც ვერ იქნება… [/su_quote]

ამის შესახებ მწერალი ლაშა ბურაძე სოციალურ ქსელში წერს.

იტვირთბა....