რესპუბლიკის მოედანზე ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები კარვებს შლიან.
ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე მასშტაბური აქცია გამართეს.
აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ხელისუფლებასთან დიალოგის დრო ამოწურულია. მან რამდენიმე მოთხოვნა გააჟღერა და ხელისუფლებას მათ შესასრულებლად დრო 24 მაისის 12:00 საათამდე მისცა.