“თქვენ შეგზღუდათ მამაზეციერმა”, – ე.წ. კომენდანტის საათისა და სხვა შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით დღეს 15 საათზე აქცია-მსვლელობა გაიმართა. აქციის ორგანიზატორია გირჩი – მეტი თავისუფლება.
აქციის მონაწილეები ჯერ დინამოს სტადიონთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით დედაენის ბაღში გადაინაცვლეს.
მათი მთავარი მოთხოვნაა მოიხსნას პანდემიის გამო დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა, გაიხსნას საზღვრები, ბიზნეს მიეცეს სრულფასოვნად მუშაობის შესაძლებლობა და გაუქმდეს ყველა ჯარიმა, რომელთაც მოქალაქეები დაჯარიმდნენ უკანონო კომენდანტის პირობებში.
ცნობისათვის, 17 მაისს, კომენდანტის საათმა 21-დან, 23 საათამდე გადაიწია. უკვე ნახევარი წელია ქვეყანაში აღნიშნული შეზღუდვა მოქმედებს.