ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ჯანმოს ხელმძღვანელი: ეს არ იქნება ბოლო პანდემია

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ ღებრეიესუსის თქმით, კორონავირუსის პანდემია არ იქნება ბოლო პანდემია, რომლის წინაშეც კაცობრიობა აღმოჩნდება.

“ეს არ იქნება ბოლო პანდემია. შეიძლება ზოგიერთი პანდემიის პრევენცია შევძლოთ, მაგრამ ყველას ვერ ავიცილებთ თავიდან. ჩვეული საქმიანობა ჩვეულ შედეგს გამოიღებს – სამყარო, რომელიც არ არის უსაფრთხო, მოუმზადებელი და უსამართლოა”, – ამბობს ღებრეიესუსმა.

ამასთან, მიკრობლოგ ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თქმით, ასეთ მოკლე დროში ვაქცინების შემუშავება მეცნიერების ნამდვილი ტრიუმფია. ღებრეიესუსი დასძენს, რომ ვაქცინების განაწილების მხრივ, მსოფლიოში უთანასწორო ვითარებაა შექმნილი, რაც კაცობრიობის მარცხად შეიძლება აღვიქვათ. მისივე თქმით, ვაქცინების თითქმის 90% “დიდი ოცეულის” ქვეყნებზე მოდის.

 

 

იტვირთბა....