წარმოგიდგენთ ვანგას და ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებებს 2016 წლის შესახებ:
ვანგას წინასწარმეტყველების თანახმად, 2016 წელს ევროპა არსებობას შეწყვეტს. კონტინენტი დაკარგავს თითქმის ყველა ქვეყანას და გადაიქცევა განვითარებად ნაწილად.
ნოსტრადამუსს უფრო კონკრეტული წინასწარმეტყველებები აქვს 2016 წელთან დაკავშირებით:
8, ბარაკ ობამა-შტატების უკანასკნელი პრეზიდენტი
ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებებში ობამას არჩევნებში გამარჯვება აღნიშნულია, თუმცა იქვე მითითებულია, რომ ის უკანასკნელი პრეზიდენტი იქნება.
7, უცნაური ამინდი
თავის ნაწერებში ნოსტრადამუსი აღნიშნავს, რომ ამინდი უჩვეულოდ შეიცვლება, ხოლო 2016 წელს ბუნებრივი კატაკლიზმები გაძლიერდება. მისი სიტყვებით წყალდიდობები მოიმატებს.
6, პლანეტების უჩვეულო ზეგავლენა დედამიწაზე
ნოსტრადამუსის თქმით, 2016 წელს პლანეტები მეტად უჩვეულო გავლენას მოხდენენ დედამიწაზე.
5, ახლო აღმოსავლეთი ცეცხლშია
საინტერესოა, რომ ნოსტრადამუსის ეს წინასწარმეტყველება უკვე ხდება, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოვლენების გათვალისწინებით. ნოსტრადამუსის ნაწერებში ასევე მინიშნებაა ნავთობზე, როგორც გამომწვევ მიზეზზე.
4, აფეთქებები ახლო აღმოსავლეთში
ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებებში აღნიშნულია ბევრი აფეთქება, სამოქალაქო არეულობა, თვითმფრინავების ჩამოგდება და სხვა, უკვე მიმდინარე პროცესები.
3, პოლუსების დნობა
ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველების თანხმად, 2016 წელს პოლუსების დნობა გაძლიერდება.
2, ისრაელის ბედი
მის წინასწარმეტყველებებში ისრაელის ბედი აღნიშნულია, როგორც „გაურკვეველი“.
1, რუსეთი მშვიდობას მოიტანს (?!)
რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველების თანახმად, თუ რუსეთი არც ევროპას და არც ამერიკას არ შეეკვრება, „ჩრდილოეთის მეფე“ მსოფლიოს მშვიდობის დამყარებაში დაეხმარება.