ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ალტ-ინფო: ფეისბუქის ადმინისტრაციამ მორიგი ცენზურა დაგვიწესა

ფეისბუქის ადმინისტრაციამ ალტინფოს მორიგი ცენზურა დაუწესა. ამიერიდან შეუძლებელია ჩვენი ვებ-საიტიდან alt – info.com ინფორმაციების გაზიარება. ბმულები დაბლოკილია. ამიტომ მასალებს, რასაც ვთარგმნიდით საიტისთვის და ბმულებით გიზიარებდით ფეისბუქზე, დავდებთ პორსტების სახით”, – ამის შესახებ ალტინფოს მიერგავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

გასულ წელს, სამართლიანმა არჩევნებმა გამოავლინა 34 ფეისბუქ გვერდი, რომლებიც კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევას ავლენენ და პროპაგანდისტული ნარატივების გამავრცელებელ ორგანიზაცია ალტინფო-სთან არიან დაკავშირებული.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგად სამართლიანმა არჩევნებმა გამოავლინა, რომ ალტ-ინფო აქტიურად ებრძვის ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებებს და ფეისბუქ გვერდის მეშვეობით ყველაზე ხშირად ანტილიბერალურ, ნაციონალისტურ, ღიად ანტიდასავლურ და ანტისაიმიგრაციო გზავნილებს ავრცელებს. ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის – DFRLab-ის შეფასებით, ალტ-ინფო ცდილობს, თავი სანდო წყაროდ წარმოაჩინოს, თუმცა, რეალურად ანტიდასავლური და ჰომოფობიური განწყობების გაღვივებაზე მუშაობს.

შპს ალტ-ინფო 2019 წლის 28 იანვარს დარეგისტრირდა და მისი დირექტორი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიხედვით, შოთა მარტინენკოა. კომპანიის 50-50%-იან წილებს შოთა მარტინენკო და ციალა მორგოშია ფლობენ.

იტვირთბა....