ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.3056 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.3537 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0481 პუნქტით გამყარდა.
1 ევროს შეძენა 4.0414 ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 4.0895 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0481 პუნქტით გამყარდა.
გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 21 მაისს, დაადგინა, ხვალიდან, 22 მაისიდან ამოქმედდება და მომდევნო უქმეების განმავლობაში, 24 მაისის საღამოს 17:00 საატამდე იქნება ვალიდური.