ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლედი გაგამ განაცხადა, რომ 19 წლის ასაკში პროდიუსერმა გააუპატიურა

მომღერალი ლედი გაგა 19 წლის ასაკში პროდიუსერმა გააუპატიურა და ფეხმძიმე ქუჩაში მიატოვა. ამის შესახებ მომღერალმა ჟურნალისტ ოპრა უინფრისთან ისაუბრა.

“19 წლის ვიყავი და პროდიუსერმა მითხრა, გაიხადე. ვუპასუხე, რომ არა. მან ისევ გამიმეორა და დამემუქრა, რომ ჩემს კარიერას გაანადგურებდა. არ წყვეტდა თხოვნას და მახსოვს, რომ გავიყინე, მერე…აღარც კი მახსოვს”, – განაცხადა ლედი გაგამ.

მომღერალმა არ დაასახელა პროდიუსერი სახლი და აღნიშნა, რომ არც კი სურს მისი გახსენება და ისევ ნახვა. ასევე, აღნიშნა, რომ გაუპატიურების შემდეგ ორსული ქუჩაში მიატოვა და ამ ამბის შემდეგ მძიმე ფსიქიკურ ტანჯვას განიცდიდა.

მომღერალს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დიაგნოზი დაუშვეს. პირველად ამ დიაგნოზით საჯაროდ 2016 წელს გამოჩნდა.

“პირველად ტკივილი ვიგრძენი, მერე გაბუჟება. მერე ავად ვიყავი კვირების განმავლობაში და მივხვდი, რომ ეს იგივე ტკივილი იყო, რომელიც განვიცადე, როცა იმ ადამიანმა გამაპუატიურა და ფეხმძიმე ქუჩის კუთხეში დამაგდო, ჩემი მშობლების სახლთან. სტუდიაში ვიყავი ჩაკეტილი თვეების განმავლობაში”, – თქვა მომღერალმა.

ლედი გაგამ აღნიშნა, რომ მენტალური გამოჯანმრთელება ნელი პროცესია და 2.5 წელი დასჭირდა, რომ განკურნების მეთოდები შეესწავლა, როგორიცაა თერაპია, თავის მოვლა, მუსიკა.

იტვირთბა....