როდის ჩამოვა საქართველოში ფაიზერის მილიონი დოზა, – ამის შესახებ განმარტება ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძე რუსთავი 2-ის ეთერში გააკეთა. მინისტრი ზუსტ დროს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ზაფხულში ფაიზერი ქვეყანაში აუცილებლად იქნება.
“ხშირად ჯანდაცვის სამინისტრო კრიტიკის ობიექტი და მსხვერპლი ხდება. მნიშვნელოვანია, როდესაც კონფიდენციალურობის ხელშეკრულება არსებობს, ორივე მხარის ინტერესი იყოს დაცული. ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს უფლება გავაჟღეროთ თუ ზუსტად როდის შემოვა ქვეყანაში pfizer-ი. თუმცა ზაფხულში pfizer-ი ჩვენ აუცილებლად გვექნება.
მე მექნება ერთი თხოვნა, ხშირია სპეკულაციები, ჩვენი მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ მიიღეს pfizer-ის ვაქცინა, რომელიც მათ არ ეკუთვნოდათ, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო ხშირად ამოწმებს ამ ინფორმაციას და ეს სიმართლეს არ შეესაბამება,” – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა იმ მოქალაქეებს მოუწოდა, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ და ფაიზერით აცრა ეკუთვნით, გააგზავნონ წერილობითი მოთხოვნა ჯანდაცვის სამინისტროში, რის შედეგადაც მათ მიეცემათ შესაძლებლობა, ფაიზერის დიდი მოცულობის ჩამოსვლამდე, მიიღონ მათთვის განკუთვნილი დოზები.