ახალი ამბები ციტატა

ჯაფარიძე: ნამოხვანის შემთხვევაში, მგონია, რომ კონკრეტული რუსული ინტერესი დგას

[su_quote] ნამოხვანის შემთხვევაში, მგონია, რომ, იქ, საბოლოო ჯამში, კონკრეტული ინტერესები დგას. ძალიან ბევრი ვქექე, განსხვავებით სხვებისგან, ჩავუჯექი მაგ ამბავს და თავიდან ბოლომდე შევისწავლე. მემგონი, კონკრეტული ამბავი არის ძაან, რომ რუსული ინტერესები არის, საბოლოოდ. მაგალითად. ეგ არავინ არ იცის და მე გავარკვიე, რომ მარტო ნამოხვანზე არ არის ლაპარაკი, 54 ჰიდროელექტროსადგურია გაჩერებული. არც მარტო დიდ ჰესებზე არ არის ლაპარაკი, დიდი ჰესებიდან იქ სამია მხოლოდ: ხუდონი, ნენსკრა და ნამახვანი, დანარჩენი არის საშუალო და პატარა ჰესები და ყველა გაჩერებულია. ყველგან ერთი და იგივე ტიპის პრობლემებია. საბოლოო ჯამში, რომ დათვალო, შეჩერებული არის 4 მილიარდი დოლარის ინვესტიცია. 4 მილიარდი დოლარი არ შემოვიდა ქვეყანაში მაგის გამო, რომ ყველგან ყველაფერი გაჩერებულია. ამის პარალელურად, ხდება ის, რომ ვიღაცებს შემოაქვთ რუსეთიდან დენი და იმის გამო, რომ ჩვენ არ ვაწარმოებთ დენს, მუდმივად იზრდება რუსეთიდან იმპორტი. ვისაც შემოაქვს, ის ხალხი არის კონკრეტულად დაინტერესებული, რომ ჰესები არ აშენდეს და მათ აკეთონ ასობით მილიონი ლარი, ყოველწლიურად. ეგ არის, ჩვეულებრივად, რუსული ინტერესი [/su_quote]

ამის შესახებ გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ ნამოხვანის პროტესტის შესახებ გადაცემა კომენტარში განაცხადა. 

იტვირთბა....