ახალი ამბები მთავარი სამართალი

5 წლის ბავშვთან სექსუალური ხასიათის ქმედებაში ბრალდებულ პირს 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

დმანისში 5 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების ჩადენის გამო პირს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაცია ამის შესახებ პროკურატურამ გაავრცელა.

უწყების ცნობით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დმანისის რაიონის სოფელ მამულოში ს.ა.-მ ისარგებლა 5 წლის ლ.ა.-ს ასაკობრივი უმწეობით, რომელიც ვერ აცნობიერებდა მის მიმართ განხორციელებული ქმედებების მნიშვნელობას და მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა.

უწყების ინფორმაციით, პირი 19 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით  წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ს.ა. წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო  დამნაშავედ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.

იტვირთბა....