ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

კაკაურიძე: დაგეგმილ 4.3%-ის მაჩვენებლს მივაღწევთ და დიდი ალბათობით გადავაჭარბებთ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ აპრილში, მარტის თვესთან შედარებით, ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იქნება და 4.3 პროცენტს მიაღწევს

“გასულ წელს ეკონომიკური ზრდა უარყოფითი ნიშნით დაფიქსირდა, 6.1 პროცენტი შეადგინა ეკონომიკურმა ვარდნამ. სამწუხაროდ, იგივე ტენდეცია გაგრძელდა მიმდინარ წლის პირველი ორი თვის განმავლობაში. იანავრში ეკონომიკის შემცირება იყო 11.5 პროცენტით, თებერვალში იყო 5.1 პროცენტი. მარტში დაფიქსირდა ზრდა და 4 პროცენტი შეადგინა. შეაბამისად პირველი კვარტლის ეკონომიკური კლების მონაცემი არის -4.2 პროცენტი. მარტის შემდგომ გაუმჯობესებული პარამეტრები გვაქვს აპრილში. რასაც წინასწარი მონაცემებით ვუყურებ, საკმაოდ გაზრდილია ექსპორტის მაჩვენებელი, გაზრდილია დღგ-ს საწარმოთა ბრუნვები. აპირლში ეკონომიკური ზრდა იქნება უფრო მაღალი და დაგეგმილ მაჩვენებლს, რაც გვაქვს, 4.3 პროცენტი, ყველა ვარიანტში მივაღწევთ და დიდი ალბათობით გადავაჭარბებთ”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

კაკაურიძემ, ასევე, აღნიშნა, რომ უფრო ზუსტი პასუხების თქმა მაისის მონაცემზე დაყრდნობით იქნება შესაძლებელი.

იტვირთბა....